სუბარი: მესტიიდან ტურისტები საკარანტინო ზონებში გადაჰყავთ და კორონავირუსზე გაფართოებული კვლევა იწყება

მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება, – ამის შესახებ რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მესტიაში განაცხადა.

“აღებული ტესტებიდან კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და დღეს დაიწყება გაფართოებული ტესტირებები მესტიაში. გუშინდელი გეგმა ოდნავ შეიცვალა და დღეს მეტი მობილიზება მოხდება მესტიაში. თუმცა, პარალელურად რამდენიმე სოფელშიც არიან ეპიდემიოლოგები.

რაც შეეხება ტურისტების საკარანტინო ზონებში გადაყვანას, ეს პროცესი გრძელდება. სხვადასხვა სოფლიდან ჩამოგვყავს ტურისტები მესტიაში, ხოლო აქედან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაჰყავს საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად