სუბარი: არ მინდა ვიფიქრო, რომ ხაზარაძისგან ეს კორუფციული სქემის გაგრძელება იყო, რაც ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული

ამის შესახებ გადაცემა “პირველებში” პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რა განცხადებები კეთდებოდა მისი [მამუკა ხაზარაძის] და მისი პარტნიორების მხრიდან და დრესაც კეთდება, ვთქვათ ძალიან კონკრეტულ საქმეზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი. მინიმუმ არაკეთილსინდისიერება შეიძლება დავინახოთ, როდესაც არსებობს კონკრეტული სქემა რა უნდა გააკეთოს რომელიმე მხარემ და როდესაც ერთი მხარე, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე არ აკეთებს უამრავ მოთხოვნას და არ ასრულებს ვალდებულებებს, ითხოვს სახელმწიფოსგან ახალ-ახალის დაკმაყოფილებას. სახელმწიფო მუდმივად აკეთებს მის გადავადებას და თან იღებს იმ ვალდებულებას, რომელიც არ ყოფილა არც ტენდერში და არც ხელშეკრულებაში არ ყოფილა ჩადებული. ამ დროს ისმის ახალი ცილისწამებები და ბრალდებები, არ ვიცი ამას რა დავარქვა, თუ არა პოლიტიკურ თამაშში შემოსვლის მცდელობა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის კორუფციული სქემის გაგრძელება იყო, რაც ადრე ჰქონდა ჩაფიქრებული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად