სუბარი: ამ წუთში ცხელი წერტილია ლენჯერი, covid19-ის გავრცელების მთავარი წყაროა – 320 ნიმუშია აღებული

პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 500მდე ნიმუშია აღებული. დღის ბოლომდე ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება სოფელ ლენჯერში.

„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში 100 ნიმუში. დაახლოებით დღის პირველ ნახევარში ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს. დღეს, დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობების და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი, დაბა მესტრია, სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო, საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. რაც გულისხმობს, მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული იქნებიან გაიარონ კარანტინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად