SU MARKETS საქართველოში ხილ-ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს

რუმინულ-თურქული კონსორციუმი SU MARKETS საქართველოში შემოსვლით და ბიზნესის წარმოებით ინტერესდება. კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილეს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის რუმინეტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. 

დავით საგანელიძემ რუმინეთში სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერა და რუმინულ-თურქული კომპანიის SU MARKETS-ის მენეჯმენტს შეხვდა. უცხოური კომპანია საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა SU MARKETS-თან თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების პოტენციური საინვესტიციო პროექტი განიხილეს. თურქულ- რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-სი ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად