სტუდენტებისთვის მწვანე სივრცე “ეკოჰაბი” შეიქმნა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მწვანე სივრცე – “ეკოჰაბი” – შეიქმნა, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასწრონ საჯარო ლექციებს, დისკუსიებს და კინოჩვენებებს გარემოსდაცვით თემებზე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად “ეკოჰაბის” პრეზენტაციასა და ფილმის “სახლი – პაემანი პლანეტასთან” ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმის დასრულების შემდეგ ფილმში ასახული დედამიწაზე არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობისა და საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ დისკუსია გაიმართა.

მწვანე სივრცეში მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...