სტუდენტები დღეს თსუ-ს პირველ კორპუსში რჩებიან

სტუდენტები დღეს თსუ-ს პირველ კორპუსში რჩებიან. ამის შესახებ სტუდენტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა ერთხმად მიიღეს. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, შეხვდებიან თუ არა ისინი სენატის წევრებს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ არ მიიღებენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

"უნივერსიტეტში უკვე ორი კვირაა დაიწყო სტუდენტური მოძრაობა, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სტუდენტური თვითმმართველობის არამიზნობრივი ხარჯების წინააღმდეგ. 

პარალელურად ჩვენ ვაპროტესტებთ სენატზე წარმოდგენილი კანცლერის კანდიდატურას, რომელიც არის გიორგი გაფრინდაშვილი, თვითმმართველობის მიერ ლობირებული, ფავორიტი კანდიდატი, რომელიც თავის მხრივ იყო სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი ფაკულტეტის პრეზიდენტი. იმ პერიოდში როცა უმძიმეს მდგომარეობაში იყო მათი ინსტიტუტი და ძალადობდნენ სტუდენტებზე, პროფესორებზე, პროფესორებს უნივერსიტეტიდან აგდებდნენ, თავისი პოლიტიკური იდეოლოგიური შეხედულებების გამო.

არ ვიბრძვით კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში ოდეერების სტრუქტურას“, – განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ. პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უპირისპირდება.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სენატის ერთ-ერთი წევრი არის გიორგი გაფრინდაშვილი რომელიც უშიშროებიდან იმართება და ოდეერად არის მივლინებული თსუ-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად