სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავეს

ვაკე-საბურთალოს პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე,
1973 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს  დააკავეს, როდესაც იგი “საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატის
გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...