#STRON9ER – ზედიზედ მეცხრედ “იუვენტუსი” სერია A-ს გამარჯვებულია (ფოტოები)

ზედიზედ მეცხრედ “იუვენტუსმა” სერია A მოიგო. ტურინული კლუბი სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში 36-ედ მოიგო. ყველაზე ტიტულოვანმა იტალიურმა კლუბმა ეს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შეძლო.

იტალიურმა გრანდმა ეს ტიტული სამპდორიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გაინაღდა გუშინ, სადაც გენუური კლუბი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩში ანგარიში რონალდომ 47-ე წუთზე მირალემ პიანიჩის შესანიშნავი პასით გახსნა, ხოლო საბოლოო წერტილი ფედერიკო ბერნანდესკიმ დააფიქსირა 67-ე წუთზე.

“იუვენტუსში” ეს მისი მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის პირველი ტიტულია, თუმცა ის ინარჩუნებს დუბლის გაფორმების შანსსაც, ამისთვის კი ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამ შემთხვევაში “იუვეს” მწვრთნელი ალბათ დაადუმებს კრიტიკოსებს, რომელიც მრავლად ჰყავს საკმაოდ უსახური თამაშის გამო.

იუვენტუსის მეცხრე გამარჯვებას გუშინ ტურინის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა. გთავაზობთ ფოტოებს:

Mandatory Credit: Photo by TINO ROMANO/EPA-EFE/Shutterstock (10723422m)
Juventus’ supporters celebrate after winning the Serie A title (Scudetto) for ninth consecutive season in Turin, Italy, 26 July 2020.
Juventus wins the Seria A title, Torino, Italy – 27 Jul 2020
Mandatory Credit: Photo by TINO ROMANO/EPA-EFE/Shutterstock (10723422c)
Juventus’ supporters celebrate after winning the Serie A title (Scudetto) for ninth consecutive season in Turin, Italy, 26 July 2020.
Juventus wins the Seria A title, Torino, Italy – 27 Jul 2020
Mandatory Credit: Photo by TINO ROMANO/EPA-EFE/Shutterstock (10723422d)
Juventus’ supporters celebrate after winning the Serie A title (Scudetto) for ninth consecutive season in Turin, Italy, 26 July 2020.
Juventus wins the Seria A title, Torino, Italy – 27 Jul 2020

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად