სტრასბურგში ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

საფრანგეთში,ქ. სტრასბურგში ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულის დავით ალადაშვილის კონცერტი ჩატარდა.

საღამოს თბილისისი პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივით,ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობამ უმასპინძლა.

ღონისძიებას ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთის ქართული დიასპორის წევრები და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელები დაესწრნენ.

დავით ალადაშვილი თბილისის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებულია. ქართველი პიანისტის კონცერტი მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა,რომელიც 18-21 ნოემბრის ჩათვლით
სტრასბურგში იმართება.

დავით ალადაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.
სტრასბურგის შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსი 23-30 ნოემბრის ჩათვლით, სამხრეთ კორეის რამდენიმე ქალაქში სოლო კონცერტს გამართავს, ქართველი მსმენელისთვის კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 13 დეკემბერს დაუკრავას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად