სტრასბურგში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

დღეს სტრასბურგში მყოფი ქართული საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდება.

მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, 2024 წლის განაცხადი და მომავალზე ორინტირებაა.

ევროსაბჭოში ირაკლი კობახიძემ შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან გამართა, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ქართული დელეგაცია, ასევე, შეხვდა ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის ხელმძღვანელებს.

კომენტარები
იტვირთება...