სტრასბურგში მომხდარი სროლის შემდეგ, პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავა. ისინი თავდასხმაში ეჭვმიტანილთან დაახლოებული პირები არიან. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლორენ ნუნიესმა France Inter-ის ეთერში განაცხადა.

“თავდამსხმელთან დაკავშირებული ხუთი ადამიანი დაკავებულია“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დასძინა, რომ პოლიციას ამ ეტაპზე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, არის თუ არა ეჭვმიტანილი ტერორისტებთან კავშირში.

“როგორც ჩანს, ის სირიაში წასვლას არ გეგმავდა”, – ამბობს ნუნიესი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფერ კასტანერის თქმით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერაციაში ორი ვერტმფრენი და უშიშროების ძალების 350-ზე მეტი წევრია ჩართული.

მისი თქმით, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შემდეგ, ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებსა და სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად