სტრასბურგში მომხდარი სროლის შემდეგ, ევროპარლამენტის შენობა დაიხურა

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ევროპარლამენტის შენობა დროებით დაიხურა. ამის შესახებ დეპუტატმა ევა კაილიმ Twitter- ზე დაწერა.

“უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობის დახურვა გადაწყდა “, – წერს ის „ტვიტერზე“.

სტრასბურგის ცენტრში სროლა საშობაო ბაზრობის წინ მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.  ექვსი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარს ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.

29 წლის სტრასბურგის მოქალაქემ  ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის ცეცხლი გახსნა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, სროლა დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა.

ტელეარხ Franceinfo-ს ცნობით, თავდამსხმელი 11 დეკემბერს უნდა დაეკავებინათ, მაგრამ პოლიციამ ის სახლში ვერ იპოვა. ქალაქში  ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

Franceinfo-ს წყაროები იუწყებიან, რომ თავდამსხმელმა შესაძლოა ქალაქის ცენტრი დატოვა. წყაროს თქმით, კრიმინალური დანაშაულის ძიების არეალი გაფართოვდა, ოპერაცია არა მარტო სტრასბურგის ისტორიულ ცენტრში, არამედ ქალაქის სხვადასხვა ნაწილშიც მიმდინარეობს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელით სტრასბურგში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპი უწყებათაშორის კრიზისულ შტაბს ხელმძღვანელობს, რომელიც სტრასბურგში არსებულ სიტუაციას კოორდინაციას უწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად