სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა, რის გამოც მან საკმაოდ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო,-ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Les Dernieres Nouvelles dʼAlsace-ი ავრცელებს.

ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წარმოშობით ალბანელმა მამაკაცმა თავზე ბენზინი გადაისხა, შემდეგ კი სანთებელა აანთო. მან სახისა და ხელების საკმაოდ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტის დროს, ევროპარლამენტის შენობასთან ახლოს, გვინეიდან ემიგრანტთა მიტინგი მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები მამაკაცს სასწრაფოდ დაეხმარნენ. მომხდარის მოტივი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად