სტრასბურგმა ვაზაგაშვილის ოჯახის სასარგებლოდ საქართველოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ”- ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სრულად დააკმაყოფილა მომჩივანის სარჩელი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მარცხით დასრულდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ვაზაგაშვილის სახით სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხი და სახელმწიფოს ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

“ეს საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით, როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე  ამ საქმის ერაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო. ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა”,-განაცხადა წულუკიანმა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს ვაზაგაშვილი-ხუბულოვის მკვლელობაზე 12- 12 წელი მიესაჯა.

2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლის მოსპობაში, ხოლო ბონდო ფუთურიძისთვის − სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში მსჯავრდებულებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

~მომჩივნები ირაკლი ფირცხალავა (შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე) და გიორგი ცააძე (შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი) მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ასაჩივრებენ (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტები).

მსჯავრდბულები ასევ ასაჩივრებდნენ, ე.წ. კორტების საქმის მთავრი მოწმეების, 11 სპეცრაზმელის სასამართლოში დაკითხვამდე 1 დღით ადრე ერთ საკანში მოთავსების ფაქტს, რომელიც სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მოხვდა.

შეგახსენებთ, “ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თხოვნა ე.წ. კორტების საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) ჩართვასთან დაკავშირებით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...