სტრასბურგის სასამართლომ გვარამიას და ძმები ყარამანიშვილების საჩივარი “რუსთავი2”- ის საქმეზე არ განიხილა

ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის გამარჯვება, რომლის წანააღმდგაც იყო მიმართული.

სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დაუშვებლად ცნო 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

” გუშინ 9 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლოს 5 მა მოსამართლემ ე.წ ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო “რუსთავის 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი, სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლის გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას სთხოვდნენ.

შესაბამისად, “რუსთავი 2″-ის ყოფილი გენრალური დირექტორის ნიკა გვარამიას ძმები ყარამანიშნველიების და შპს ტელეკომპანია საქართველოს ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ჰქონდათ წარდგენილი, ისინი უარყოფილი იქნა, როგორც 18 ივლისს და არცერთი დარღვევა არ დადგინდა. ყველა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს დაგაწყვეტილებები დღეიდან არის საბოლოო და არავითარ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს არის სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის გამარჯვება, რომლის წანააღმდგაც იყო მიმართული.”,-ამბობს წულუკიანი

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მფლობელები ძმები, ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილები ტეეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გადასინჯვა მითხოვეს,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად