სტრასბურგის საკათედრო ტაძართან პოლიცია ოპერაციას ატარებს

სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პოლიცია ოპერაციას ატარებს. ამის შესახებ ინორმაციას სააგენტო “როიტერი” თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროების განცხადებით, სტრასბურგის საკათედრო ტაძრის მახლობლად პოლიციამ კორდონი შექმნა. თუმცა, დეტალები არ ხმაურდება.

დღესვე, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შემდეგ, საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებსა და სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

მისი თქმით, მთავრობა “ტერორისტული საშიშროების” რეჟიმის დაწესებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

კასტანერმა დასძინა, რომ საფრანგეთში  ოპერაცია Sentinelle- ის ფარგლებში სპეცოპერაციები გააქტიურებულია, რომელიც უკვე სამი წელია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარიზში 2015 წლის ნოემბერში თავდასხმები განხორციელდა. კრისტოფერ კასტანერის თქმით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერაციაში ორი ვერტმფრენი და უშიშროების ძალების 350-ზე მეტი წევრია ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად