“სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მინიშნებაც არაა მერაბიშვილის შესაძლო პოლიტპატიმრობაზე”

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი და დასაბუთებული – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი.

„უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ სცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი,როგორც უკვე აღვნიშნე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეაფასეს, როგორც კანონიერი და დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში მინიშნებაც არ გვხვდება მერბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად