StopCoV ფონდში უკვე 21 მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული

2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა.

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

Bolero & Co (შპს კ და ქართული სპირტი), 200 ათასი ლარი

ევორდ ჰოლდინგი * AWARD Holding, 100 ათასი ლარი
ნობლექსი, 50 ათასი ლარი
სადაზღვევო კომპანია პრაიმი, 20 ათასი ლარი
ტიფლის პიაცა, 20 ათასი ლარი
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“, 20 ათასი ლარი
ბიპი ტრეიდი, 15 ათასი ლარი
საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი
შპს „ულტრა“, 10 ათასი ლარი
ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო, 5 ათასი ლარი
შპს “რეალექსპერტი”, 5 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად