სტოლტენბერგი: თუ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ პატარა სახელმწიფოების ბედი, ეს წარსულში დაბრუნება იქნება!

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, თუ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან მათი მეზობელი პატარა სახელმწიფოები, ეს წარსულში დაბრუნება იქნება.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნების დემოკრატიული პროცესები გადაწყვეტენ, გახდებიან თუ არა ისინი ნატო-ს წევრები და შემდეგ ნატო-ს კარი ღია იქნება. სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრები. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

სტოლტენბერგის თქმით, ის, რომ რუსეთს შეიძლება, არ მოსწონდეს რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, არ განსაზღვრავს ამ პროცესის მომავალს. ამის მაგალითად მან საკუთარი ქვეყანა – ნორვეგია მოიყვანა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს არც მაშინ მოსწონდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, თუმცა ნორვეგიამ დააკმაყოფილა ნატო-ს სტანდარტები და გაერთიანდა კიდეც ალიანსში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად