სტოლტენბერგი: სირიის ჩრდილოეთით არსებული სიტუაცია კვლავ არასტაბილურია, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს

NATO-ს მიაჩნია, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ამჟამინდელი სიტუაცია არამდგრადია და მხარს უჭერს აქტიური საერთაშორისო ზომების მიღებას, რათა ეს სიტუაცია პოლიტიკურად, გრძელვადიან ჭრილში მოგვარდეს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სირიის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული სიტუაცია კვლავ არასტაბილურია. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მიღწეული წარმატებების ხარჯზე არ მოხდეს რისკზე წასვლა. იგი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის რეგულირებასთან დაკავშირებით ზომების მიღებაზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობას ეკისრება.

გარდა ამისა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა მხარი დაუჭირა გერმანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული ზონა კი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ იქნება.

9 ოქტომბერს, ანკარამ, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“. 17 ოქტომბერს, აშშ და თურქეთი, ოპერაციის 120 საათის განმავლობაში შეჩერებაზე შეთანხმდნენ, რათა ამ დროის განმავლობაში ქურთების ფორმირებებს დაეტოვებინათ ის ტერიტორიები, სადაც ოპერაცია მიმდინარეობდა. 22 ოქტომბერს, სოჭში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგადაც, ორი ქვეყნის ლიდერებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ანკარა დაასრულებს სამხედრო ოპერაციას, ამასთან ოპერაციის განმავლობაში დაკავებული ტერიტორიის ძირითადი ნაწილი თურქეთის კონტროლის ქვეშ დარჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად