A1 ბანერი

სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვის

“საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში, მოკავშირეები მიესალმნენ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები გახდებიან”,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ “უკრაინისა და საქართველოს მომავალი ნაბიჯი წევრობისკენ მიმავალ გზაზე” გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა.

“საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის. მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად”-ნათქვამია ანგარიშში.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

“ნატო-საქართველოს პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს, ეს პაკეტი მხარდაჭერილია 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექსპერტის მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობის გაუმჯობესებაში”,-ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...