სტოლტენბერგი: საქართველოს გადაწვეტილებაში, გახდეს თუ არა ალიანსის წევრი, ვერავინ ჩაერევა

დღეს, სასტუმრო "რადისონ ბლუ"-ში პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საერთო პრეს-კონფერენცია გამართეს.

Reuters-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, ვინაიდან "ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი უპირისპირდება ნატო-ს გაფართოებას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხარჯზე", ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ნატო-ს 28 მოკავშირე წევრი ქვეყნისა და საქართველოს საქმეა და მასზე სხვა ვერაფერი იმოქმედებს.

"ყველა ქვეყანას საკუთარი არჩევანის მიხედვით შეუძლია იმოძრაოს მომავალი განვითარებისთვის, თუ რომელი ალიანსის წევრი გახდება ესა თუ ის ქვეყანა. ეს ფუნდამენტური უფლებაა, მათ შორის საქართველოსი, იყოს ალიანსის ფუნდამენტური წევრი. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. 

საქართველო გახდება ნატოს- წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს მოკავშირე წევრი 28 ქვეყნის გადაწყვეტილება და საქართველოსი, არცერთ სხვა მხარეს არ გააჩნია არც ვეტოსა და არც აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.

ამას რეგულარულად ესმევა ხაზი ნატო-ს მხრიდან. ნატო-ს კარი ღიაა – მრავალჯერ მოხდა აღნიშნილის დემონსტრირება მუხედავად რუსეთის პროტესტისა. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას 28-დან 29 წევრის მიმართულებით, რადგან მონტენეგრო 29-ე წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული ეხება საქართველოსაც", – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...