სტოლტენბერგი: რუსეთს რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესრულებამდე მხოლოდ 2 კვირა დარჩა

ნატო შეახსენებს რუსეთს, რომ მხოლოდ ხუთი კვირა დარჩა, რათა საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება შესრულდეს. ვადა 2 აგვისტომდეა. ამ პერიოდის განმავლობაში მოსკოვმა ფრთიანი რაკეტები უნდა გაანადგუროს, რომელიც ამ ხელშეკრულებას არღვევს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა “Европейская правда” ავრცელებს.

“რუსეთს მხოლოდ ხუთი კვირა დარჩა, რათა ხელშეკრულება შეინარჩუნოს, ამიტომ ხვალ შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ რუსეთი არ იმოქმედებს. ჩვენი პასუხი თავდაცვითი, დაბალანსებული და კოორდინირებული იქნება. არ ვიმეორებთ, რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ ევროპაში ახალ ბაზაზე დაფუძნებული ბირთვული რაკეტების განთავსებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა

“მოვუწოდებთ რუსეთს პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ამას გააკეთებს, ფაქტობრივად, ის კვლავ განაგრძობს ახალი რაკეტების განვითარებას და განლაგებას”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც რუსეთის მიერ INF- ს ხელშეკრულების შეუსრულებლობის საკითხი განიხილება. ხვალ, ოთხშაბათს, 26 ივნისს, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო ნაბიჯების განხილვას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...