სტოლტენბერგი: რაც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გააკეთა, ეს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა!

რაც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გააკეთა, ეს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია და მხოლოდ მათი, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია”, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად