სტოლტენბერგი: პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, NATO უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა არ სუსტდება,-ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

“არ შევეხები იმ პროცესებს, რომლებიც აშშ-ს კონგრესში მიმდინარეობს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც აუცილებელია, რათა ნატო-ს ყველა მოკავშირემ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააგრძელოს. ეს სწორედ ის არის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ”,- განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, “შავ ზღვაში უკრაინული გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შემდეგ” (სტოლტენბერგი გულისხმობს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს-“აიპრესი”) ალიანსი თავის ძალისხმევას გააძლიერებს.

”ნატოს მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები, ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ისინი ერთობლივად უჭერენ მხარს უკრაინას,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად