A1 ბანერი

სტოლტენბერგი: ნატო შავი ზღვის რეგიონში სამხედრო მონაწილეობას გააძლიერებს

“ნატო რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის საპასუხოდ, შავი ზღვის სანაპირო ზოლში სამხედრო მონაწილეობის გაზრდას გეგმავს”, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის მიერ კერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა  საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება, ვინაიდან რუსეთმა ყირიმზე კონტროლი უკანონოდ მოიპოვა.

“რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურების უკანონო პატიმრობა [2018 წლის ნოემბერში] და მათი ხომალდების დაკავება შეშფოთებულია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ამ კონტექსტში ნატო გააგრძელებს, უზრუნველყოს უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა და გააძლიეროს მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში“,-განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...