სტოლტენბერგი: ნატო-ს არცერთი წევრი არ დაზარალებულა ტერაქტებით ისე, როგორც თურქეთი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოცემა Bild-თან ინტერვიუში თურქეთის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლო გაძევების თაობაზე მოწოდებებს გამოეხმაურა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატო-ს არ აქვს მექანიზმი, რომ წევრობა შეუჩეროს ან თუნდაც ალიანსიდან რომელიმე ქვეყანა გააგდოს.

მან თურქეთს მნიშვნელოვანი მოკავშირეც უწოდა, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში.

”არცერთი სხვა მოკავშირე არ იღებს ამდენ სირიელ ლტოლვილს, სულ რაღაც 3.6 მილიონს. ნატოს არცერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორისტული თავდასხმებით ისე, როგორც თურქეთი ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს ხელმძღვანელმა დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ბევრმა ქვეყანამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაგმო, ახლა “ჩვენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობის შემცირების მოწმენი ვართ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად