A1 ბანერი

სტოლტენბერგი: NATO-მ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა

ნატო-მ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამია, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე განცხადებებით, მოკავშირეები მხარს უჭერენ ბუქარესტის სამიტზე და შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებს”, – ნათქვამია ანგარიშის სექციაში სახელწოდებით “ნატო-ს ღია კარი“.

2008 წლის აპრილში გამართულ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში, მოკავშირეები მიესალმნენ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
“დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან”,-ნათქვამია ანგარიშში.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ “უკრაინისა და საქართველოს მომავალი ნაბიჯი წევრობისკენ მიმავალ გზაზე- გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, “სუვერენული, დამოუკიდებელი და სტაბილური უკრაინა, რომელიც მტკიცედ იცავს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს”.

“რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია უკანონოდ და არალეგალურად მოახდინა, ნატო უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას გააძლიერებს, ეს ვალდებულებები კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიუსელში 2018 წლის ივლისში გამართულ ნატო-ს სამიტზე, სადაც ალიანსის ლიდერები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, პოროშენკოს შეხვდნენ “,- ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს უკრაინა-ნატოს კომისიამ უკრაინაში განხორციელებული რეფორმები განიხილა, რომელიც “მიზნად ისახავს უკრაინის სწრაფვას, გახდეს ნატო-ს წევრი და ევროატლანტიკური პრინციპები, სტანდარტები დანერგოს”.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, ნატო უკრაინაში კიბერ უსაფრთხოების სფეროში, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების აღმოფხვრის საკითხზე პროექტების განხორციელებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...