სტოლტენბერგი: NATO იმსჯელებს ჩინეთიდან მომდინარე კიბერნეტიკული საფრთხის საპასუხო მოქმედებაზე

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები განიხილავენ შესაძლო პასუხის საკითხს ჩინეთიდან მომდინარე კიბერნეტიკულ საფრთხესთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ შეტყობინებები ალიანსის წევრი ქვეყნებისგან ჩინეთის აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. ალიანსში ეს შეტყობინებები ძალიან სერიოზულად განიხილება. ჩვენ ჩავატარებთ კონსულტაციებს, რათა შესაფერი პასუხი გავცეთ ჩინეთიდან მომდინარე კიბერნეტიკულ საფრთხეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...