A1 ბანერი

სტოლტენბერგი: NATO დაეხმარება უკრაინას ალიანსში გაწევრიანებასა და კორუფციასთან ბრძოლაში

NATO უკრაინას მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს და დაეხმარება კიევს ალიანსში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროექტები ურთიერთანამშრომლობისა. ჩვენ გავაგრძელებთ, დავეხმაროთ უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

NATO-მ, ჯერ კიდევ 11 წლის წინ, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შევა უკრაინა და საქართველოც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...