მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას NATO-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების შესახებ, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

"ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი გახდება NATO-ს 32-ე მოკავშირე. შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოდ გაგვხდის", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.