სტოლტენბერგი: დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც სტოლტებერგმა ბრიუსელში, მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, ალიანსი მხარს დაუჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

“შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ორი მნიშვნელოვანი პარტნმიორი გვყავს-საქართველო და უკრაინა. ნატო-მ ამ რეგიონში თავისი წარმომადგენლობა გაზარდა, მოქმედებს არსებითი პაკეტი. მიმდინარე წლის აპრილში შევთანხმდით პაკეტზე, რათა ჩავატაროთ უფრო მეტი წვრთნები, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრა.

ასევე, ვესტუმრეთ უკრაინას, კერძოდ, ოდესას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ სანაპირო დაცვასთან, ვმუშაობთ უკრაინის საზღვაო ფლოტის აკადემიის წარმომადგენლებთან. ასე რომ, ჩვენ შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ინტენსიურად ვმუშაობთ. მოვუწოდებ მოკავშირეებს, რომ ისინი უზრუნველვყოთ საჭირო რესურსებით. დავრწმუნდეთ, რომ გაცილებით მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ვაწვდით.

დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“ ,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად