სტოლტენბერგი: Brexit-ი ნატო-სა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობას არ შეცვლის

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის შემადგენლობიდან გამოსვლით, ლონდონსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება, თუმცა ევროპაში ალიანსის როლზე აისახება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

“ბრექსითი” დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობას შეცვლის, მაგრამ არა დიდ ბრიტანეთსა და ნატოს შორის, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია კარგი პოლიტიკური პლატფორმა წარმოვადგინოთ”, – განაცხადა მან.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, Brexit-ის შემდეგ, ნატო-ს სამხედრო ხარჯების 80%  იმ სახელმწიფოებიდან მოდის, რომლებიც ევროკავშირის წევრი არ არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...