სტოლტენბერგი: ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ბევრჯერ დაამტკიცეს მამაცობა, თავდადება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წერილი მიიღო. იენს სტოლტენბერგი პოზიტიურად აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიასთან შეხვედრას და საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმირების კუთხით მინისტრის მიერ დასახულ გეგმებს.

წერილში ნატოს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს, ალიანსის წარმომადგენლების ვიზიტს ნატო-საქართველოსწვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში და ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზეც წერს.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში. სასიამოვნო იყო თქვენი გეგმებისა და მიზნების მოსმენა, რაც, მჯერა, რომ ჩვენს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი დასაწყისია როგორც საქართველოში, ისევე ნატოს შტაბბინაში. ქართველმა სამხედროებმაბევრჯერ დაამტკიცეს მამაცობა, პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ერთობლივ მისიაში ავღანეთში. 

ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ვიზიტის ამ აწილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ მაღალი შეფასება მიიღო.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაზე დიალოგს და საქართველოს წვლილს რეგიონულ უსაფრთხოებაში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. მოუთმენლად ველი კვლავ თქვენთან შეხვედრას“ – ნათქვამია იენს სტოლტენბერგის წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად