სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იარაღის წარმოების რეიტინგში რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (SIPRI) მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი, 2000-იანების დასაწყისიდან პირველად, იარაღის წარმოების თვალსაზრისით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

იარაღის მკვლევართა მონაცემების მიხედვით, იარაღის გაყიდვების საკითხი რუსეთი კვლავ ჩამორჩება შეერთებულ შტატებს, თუმცა მან დიდი ბრიტანეთის დაჯაბნა შეძლო.

მეცნიერები შვედეთში მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2017 წელს, რუსეთის მიერ წარმოებული იარაღის გაყიდვის მაჩვენებელი 8,5%-ით გაიზარდა. ამგვარად, მოსკოვმა იარაღის გაყიდვების მსოფლიო ბაზრის წილიდან, რომელიც მთიანობაში 398,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 9,5% მიიღო.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სიმონ ვიზემანი აღნიშნავს, რომ იარაღების რუსი მწარმოებლები, 2011 წლიდან მოყოლებულ ზრდიან თავიანთ წილს.

რეიტინგის ლიდერი კი შეერთებული შტატებია, რომლის წილიც, იარაღების გაყიდვების მსოფლიო ბაზარზე 57%-ს შეადგენს. ბაზრის უმსხვილეს კომპანიად კი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტმა Lockheed Martin Corp დაასახელა.

რაც შეეხება სწრაფად მზარდ კომპანიებს, ასეთებია თურქული კომპანია, ვიზემანის თქმით, ანკარა აგრეთვე ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება იარაღის მწარმოებელ უცხოურ კომპანიებზე.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ანგარიშში აგრეთვე მითითებულია, რომ ის არ მოიცავს ინფორმაციას ჩინეთიდან, ვინაიდან, ამ ქვეყნის კომპანიებს მონაცემები თავიანთი გაყიდვების შესახებ არ წარუდგენიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად