სტივენ ბიგანი შესაძლოა, რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩი გახდეს

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სტივენ ბიგანი შესაძლოა, რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, დიპლომატმა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხზე გამართულ დისკუსიაში დიდი წვლილი შეიტანა.

თუმცა, რუსეთში ამერიკის ელჩის საბოლოო კანდიდატურა ჯერ არ დამტკიცებულა.

როგორც ცნობილია, რუსეთში აშშ-ს ამჟამინდელ ელჩს, ჯონ ჰანტსმანს თანამდებობის დატოვება ოქტომბერში მოუწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...