სტიუარტ მაკდონალდი: ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება

შოტლანდიის ეროვნული პარტიის პრესსპირკერი აგვისტოს ომის წლისთავს ეხმაურება. განცხადებას სტიუარტ მაკდონალდი სოციალურ ქსელ Twitter-ზე აქვეყნებს.

“12 წლის წინ რუსულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს. ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება. სოლიდარობას ვუცხადებ საქართველოს ხალხს”, – წერს მაკდონალდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად