სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად რაიონულ გამგეობებში დახმარება გრძელდება

NULL

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ 2-7 და 10-15 წლამდე ბავშვებს არ აქვთ ტრუსები, მაისურები, ფეხსაცმელები. საჭიროა ფეხსაცმელი 36-იდან 44 ზომის ჩათვლით.

“სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის რაიონულ გამგეობებში გრძელდება სხვადასხვა ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება. არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დეფიციტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭირო საფენები (4,5,6 ზომის), კბილის ჯაგრისები და პასტები, სარეცხი საშუალებები, შამპუნები, ტუალეტის ქაღალდი.

დაზარალებულებს შორის არიან 2-7 და 10-15 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ზომის სამოსი, ისეთი, როგორიც არის ტრუსები, მაისურები, ფეხსაცმელები და სხვა სახის ტანსაცმელი. ასევე, საჭიროა ფეხსაცმელი 36-იდან 44 ზომის ჩათვლით.

რაც შეეხება საკვებსა და წყალს, არსებული ინფორმაციით მარაგშია დღენახევარი-ორი დღის საკვები პროდუქტები. პირებს, ვისაც სურთ, დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის საკონტაქტო პირს, ლიკა ბურდულს ტელეფონზე 551 51 58 34″,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად