სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით სტიქიის ზონაში, ყველა სექტორის ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელთან და საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. 4 სოფელთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება.

ამასთანავე, ყოველდღიური კომუნიკაციაა მოსახლეობასთან სტიქიის ზონაში და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეუფერხებლად მიეწოდებათ ვერტმფრენის საშუალებით, უამინდობის შემთხვევაში კი მეხანძრე-მაშველების დახმარებით.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად