სტიქიის შედეგად, ხელვაჩაურში 350, ბათუმში კი 250 აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

ძლიერმა წვიმისა და სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზსადენი ქსელი, ხელვაჩაურში 350 აბონენტს გაზი არ მიეწოდება. “სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მეწყერის გაწმენდის შემდეგ დაიწყება.

დაზიანებები დაფიქსირდა ბათუმშიც, რის გამოც 250 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი. ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დღის გამავლობაში მოხდება გაზმომარაგების აღდგენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად