სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს სამტრედიის მერი ადგილზე გაეცნო

რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა სამტრედიის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდ-ბოგირები, მწყობრიდან გამოვიდა შიდა სასოფლო გზები, რის გამოც რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ოპერატიულად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი მუნიციპალიტეტის მერს, ვალერი ფოცხვერიას. იგი ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზურაბ გოგიასთან ერთად ზემო ნოღასა და გორმაღალში იმყოფებოდა.

“იქ, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემა გადაიჭრება მაქსიმალურად მოკლე დროში. ზემო ნოღის შემდეგ სამუშაოები ქვემო ნოღაში, გორმაღალში, ნიგორზღვაში, ოფეთსა და გომის თემში გაგრძელდება. ყველგან აღდგება დაზიანებული გზები, ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები, ” -განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალურად სტიქიის მიმართულებით გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

დღესვე მერმა გორმაღალში გზის ბეტონის საფარით დაგების სამუშაოებიც დაათვალიერა. სოფელში არსებულ ბეტონის საფარს 500 მეტრიანი მონაკვეთი დაემატება. ასევე, ბეტონის საფარი იგება სოფელ ჭოგნარში, გამოჩინებულის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად