სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვლენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს სტივენ ჰაიკენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ამერიკის მთავრობა საქართველოს, 13 ივნისს მომხდარი სტიქიური კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმარება. ახლო მომავალში თბილისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სტიქიის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წყლის რესურსების მართვის არსებული სისტემა, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია, ნარჩენების მართვისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად