სტიქიამ თელავი, ახმეტა, გურჯაანი და ყვარელი დააზარალა

სტიქიამ კახეთის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა, თელავი, ახმეტა, გურჯაანი და ყვარელი.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა თელავსა და ყვარელში. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და მრავალწლიანი კულტურები, დაგლეჯილია ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის გაწმენდითი და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. – „წაქცეულია ხეები ყვარელი-თელავის მიმართულებით, ყველა სამსახური გამოსულია და სტიქიის ადგილზეა, რომ მოძრაობა აღდგეს. მუნიციპალური სამსახურები თავიანთ ტერიტორიაზე აკონტროლებენ ვითარებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც მობილიზებულია.

ზარალთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ შესაბამისი კომისია ადგილზე არ შეისწავლის ვითარებას. „-განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა. ქადაგიშვილის ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ 150 ჭურვი გაისროლა, თუმცა სეტყვასაშიში პროცესები მაინც ვერ განეიტრალდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად