სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი დააზარალა.

დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და  ერთწლიანი ნარგავები.

ამ წუთებში სტიქიის ადგილზე იმყოფება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი. როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას მერიის შესაბამისი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...