სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ვაზისუბანში ხე მოგლიჯა, რომელიც თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზაზე დაეცა და მცირე დროით მოძრაობა შეაფერხა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სანიაღვრე არხებმა წყლის უხვი ნაკადის გატარება დროულად ვერ შეძლო, რის გამოც წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოშიც შევარდა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფლებში კალაურსა და შაშიანშიც. ქარმა კალაურში საცოხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შაშიანში კი სკოლის და საბანკეტო დარბაზის სახურავები დააზიანა.

გურჯაანის მერიაში ამბობენ, რომ ობიექტებზე აღდგენით სამუშაოებს ზარალის დათვლისთანავე დაიწყებენ.

“კომისია მუშაობს. ოპერატიულად ჩავედით და ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მოხდება ზარალის დათვლა, ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება ოპერატიულად დავეხმაროთ სტიქიისგან დაზარალებულებს” – განაცხადა გურჯაანის მერის მოადგილემ, სიმონ ქოშორაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...