სტიქია სიღნაღში – დაიტბორა სახლები და გზები

წუხელ სიღნაღში სტიქია იყო, რის შედეგადაც დაზიანებულია გზები, სავარგულებთან მისასვლელები და ელექტროგადამცემი ხაზები.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფლებში – ანაგაში, ვაქირში, მაშნაარსა და საქობოში. მოვარდნილმა წყალმა ქალაქ წნორში და სიღნაღში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად