სტიქია კახეთში – ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და შეფერხებულია მოძრაობა.

ძლიერმა სტიქიამ ხეები წააქცია ლაგოდეხში, ასევე კაბალში, ჰერეთისკარსა და ბაისუბანში.
დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი.

ქარმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები
იტვირთება...