სტიქია აჭარაში – ნაპოვნია სამი გარდაცვლილი, ეძებენ მამას და მცირეწლოვან შვილს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ ჯოჭოში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მომხდართან დაკავშირებით შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი.

„მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ ეს ადამიანები. უმთავრესია ინტენსიურად გავაგრძელოთ სამუშაოები. თუ რაიმე სახის მოთხოვნა დარჩა ყურადღების გარეშე, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია და მანქანა მოიყოლა. შემთხვევის დროს სახლში ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. მანქანაში კი ორი ახალგაზრდა იყო. ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა. გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად