სტეფან სიკაჩი და მათე ვაწაძე თბილისის “დინამოსთვის” გაირჯებიან

თბილისის "დინამოს" ორი ახალწვეული ჰყავს. 

მოახლოებული ევროსარბიელისთვის, დედაქალაქურ გუნდში 29 წლის მოლდოველი მეკარე – სტეფან სიკაჩი და ქართველი ფორვარდი, მათე ვაწაძე ითამაშებენ, რომელიც მრავალწლიანი განშორების შემდეგ, ისევ "დინამოსთვის" გაიტანს.

სიკაჩი სხვადასხვა დროს ტირასპოლის "შერიფის", ასტრახანის "ვოლგარის", ბელგოროდის "სალიუტის", მოსკოვის "ტორპედოს" და "აფიპსის" რიგებს იცავდა, გასული სეზონის პირველ ნახევარში კი ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა. თანამშრომლობა მეკარესთან სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

რაც შეეხება მათე ვაწაძეს, 29 წლის ფორვარდმა მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვაწაძე დინამოში 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32- ჯერ გამოიჩინა თავი. ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბოლოს დანიური "სილკებორგის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი დანიურ "ვიბორგში" და "ორჰუსში" გამოდიოდა. ვაწაძესს ასევე "ვოლგაში", გორის "დილასა" და "ლოკომოტივში" უთამაშია.

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" 12 ივლისს, სლოვაკეთში დაუპირისპირდება, განმეორებითი შეხვედრა კი – 19 ივლისს, "დინამო არენაზე" შედგება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...