სტეისი პლესკიტი: კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს მაიკლ პენსისა და ნენსი პელოსის მოკვლა სურდათ, რადგან ტრამპმა ისინი სწორედ ამ მიზნით გაგზავნა იქ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებს, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მაიკლ პენსის-ქვეყნის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტისა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის-ნენსი პელოსის მოკვლა სურდათ, – ამის შესახებ ოთხშაბათს, აშშ-ის სენატში ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე პროკურორმა სტეისი პლესკიტმა განაცხადა.

“ჟურნალისტები, რომლებიც კაპიტოლიუმში იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ მათ გაიგეს ამბოხებულების ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სურდათ მაიკ პენსის ნახვა მისი სიკვდილით დასჯისთვის”.

პლესკიტმა დასძინა, რომ მის ამ მოსაზრებას ამყარებს ის ჩვენებაც, რომელიც “ეფ-ბი-აის” ერთ-ერთმა დაკავებულმა აქტივისტმა მისცა. ჩვენებაში მან განაცხადა: “ისინი მოკლავდნენ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს, თუ შესაძლებლობა მიეცემოდათ”. ”ტრამპის მომხრეები ემუქრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტ პენსის მკვლელობით, რადგან მან უარყო პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ”, – განაცხადა მან.

პლესკიტმა, FBI–ს დოკუმენტებზე დაყრდნობით, აღნიშნა ისიც, რომ მომიტინგეებს ასევე სურდათ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მოკვლა. ”ისინი (კაპიტოლიუმში შეჭრილი ადამიანები) ეძებდნენ პელოსის საკონფერენციო დარბაზსა და მის ოფისში და ღიად აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ მისთვის ზიანის მიყენებას ან მოკვლას. <…> და ეს მათ გააკეთეს, რადგან დონალდ ტრამპმა ისინი სწორედ ამ მიზნით გაგზავნა იქ” , – აცხადებს ის.

შეხვედრის დროს, პროკურატურის წარმომადგენლებმა აჩვენეს კაპიტოლიუმის შტურმის ვიდეოკადრები, მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც მანამდე არსად იყო ნაჩვენები. მათ შორის იყო კონგრესის ტერიტორიაზე დამონტაჟებული CCTV კამერების სურათები. პროკურორებმა ასევე აღადგინეს იმ დღის მოვლენების ქრონოლოგია და ის კაპიტოლიუმის შენობის ანიმაციურ რუკაზე გამოსახეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...